logo_geo
eng_logo
ფლორიდაში ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა
- +

12 ივნისი. 2016. 19:16



ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა.  მონაცემებს გამოცემა New York Times-ი ფლორიდის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


ინციდენტის შედეგად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. იგი აღმოჩნდა ქალაქ ორლანდოს  მკვიდრი ომარ მათინი, რომელიც პოტენციურ ტერორისთა სიაში არ არ ყოფილა შეყვანილი.


ორლანდოში მდებარე გეი-კლუბ „პულსში" ავტომატითა და პისტოლეტით შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ადგილობრივი დროით 02:00 საათზე გახსნა.


პოლიციამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია მიანიჭა. სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა  თავდასხმა წინასწარ დაგეგმა.


პოლიციის ოფიცრის განცხადებით, სროლა კლუბში დაიწყო. ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ კი ორმხრივი სროლა გარეთ გაგრძელდა. მოგვიანებით მამაკაცი კვლავ კლუბში შევიდა, სადაც მძევლები აიყვანა. ის სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.


გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კლუბში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც გააუვნებელყვეს.


ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმამდე ორლანდოში 22 წლის ამერიკელი მომღერალი კრისტინა გრიმი მოკლეს. ახლაგაზრდა მუსიკოსი კონცერტის შემდეგ ავტოგრაფებს არიგებდა, როდესაც 26 წლის კევინ ჯეიმს ლოიბლმა მას ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის მოტივი უცნობია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner