logo_geo
eng_logo
თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი
- +

2 თებერვალი. 2020. 22:53

 

 

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობას ცდილობდა ოჯახის სხვას წევრმა ხელის შეშლა სცადა, რა დროსაც შემთხვევითი გასროლით დაიჭრა ქალი.

 

ცნობისთვის, მაჩაბლის ქუჩაზე შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად დაშვებული ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი ქალიც.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვერ გასცემენ, ვინაიდან შესაბამისი ნებართვა დაჭრილის ახლობლებისგან არ აქვთ.

 

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სამი მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 124-ე , რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner