logo_geo
eng_logo
ბელგიის ქალაქ გენტში ქალმა დანით ორი გამვლელი დაჭრა, თავდამსხმელი დაკავებულია
- +

2 თებერვალი. 2020. 23:30

 

ბელგიის ქალაქ გენტში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა თავდამსხმელს, რომელმაც დანით ორი გამვლელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ქალი დაკავებულია. მას ჭრილობა ხელის არეში აქვს მიღებული.

 

თავდასხმის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა უცნობია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

 

ბელგიაში მომხდარ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე თავდასხმა მოხდა ლონდონში. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი დაჭრა. მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარი ტერორისტულ აქტად შეფასდა

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner