logo_geo
eng_logo
საჩხერეში, 4-საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ 30-ზე მეტი ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა
- +

12 ივნისი. 2016. 19:49



საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ  გზის სავალი ნაწილი წაიღო, რის გამოც 30-ზე მეტი ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა.


თითქმის 4-საათიანი გადაუღებელი წვიმის გამო, მდინარე  კალაპოტიდან გადმოვიდა,  წყალი მოსახლეობის საცხოვრელ სახლებში შევიდა, დატბორიალია ასევე სახნავ-სათესი მიწები.


სპეთში გზის მონაკვეთის მშენებლობა  უახლოეს დღეებში დაიწყებდა, რისთვისაც თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.


ძლიერმა წვიმამ, სოფელ სპეთის გარდა, საჩხერის მუნიციპალიტეტში კიდევ შვიდი სოფელი დააზარალა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner