საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი წაიღო, რის გამოც 30-ზე მეტი ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა.
თითქმის 4-საათიანი გადაუღებელი წვიმის გამო, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, წყალი მოსახლეობის საცხოვრელ სახლებში შევიდა, დატბორიალია ასევე სახნავ-სათესი მიწები.
სპეთში გზის მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყებდა, რისთვისაც თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
ძლიერმა წვიმამ, სოფელ სპეთის გარდა, საჩხერის მუნიციპალიტეტში კიდევ შვიდი სოფელი დააზარალა.