logo_geo
eng_logo
„საქართველომ ავღანეთსა და ერაყში დაამტკიცა, რომ ის სანდო მოკავშირეა“
- +

3 თებერვალი. 2020. 10:50

 

 

„საქართველოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. პირველ რიგში, საქართველომ ავღანეთსა და ერაყში დაამტკიცა, რომ ის სანდო მოკავშირეა - წლების განმავლობაში ორივე მისიის მხარდაჭერის ფარგლებში ათასობით ქართველი მებრძოლი გაიგზავნა“, - ნათქვამია „Heritage Foundation“-ის მკვლევარის ალექსის მრაჩეკის სტატიაში „5 მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“.

 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს მდებარეობას ევროპისა და აზიის გასაყარზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

 

„საქართველოს ტერიტორიაზე გადის ნავთობისა და გაზის საკვანძო მილსადენები და სარკინიგზო მარშრუტები, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამ მილსადენთა რიცხვშია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსას ნავთობსადენები, ასევე, სამხრეთის გაზის სატრანზიტო დერეფანი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა - ყველაზე მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, რეგიონში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, საქართველო მისაბაძი მაგალითია ევრაზიის რეგიონში. თითქმის 20 წლის მანძილზე საქართველო ადასტურებს ერთგულებას ტრანსატლანტიკური საზოგადოების მიმართ და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას“,- ნათქვამია სტატიაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner