logo_geo
eng_logo
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის NATO-ს წევრი, ის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია“
- +

3 თებერვალი. 2020. 11:24

 

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის NATO-ს წევრი, ის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – ნათქვამია „Heritage Foundation“-ის მკვლევარის ალექსის მრაჩეკის სტატიაში „5 მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“.

 

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ „საქართველო არის NATO-ს დაფასებული პარტნიორი. აშშ-მ უნდა წაახალისოს საქართველო NATO -ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე“.

 

ავტორის თქმით, რადგან საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი) დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, NATO-მ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს ალიანსში საქართველოს მისაღებად.

 

„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დაიდო პირობა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. მოგვიანებით იმავე წელს რუსეთის ჯარები შეიჭრნენ საქართველოში. რუსეთი დღესაც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ოკუპაციას. საქართველო დღესაც არ არის NATO-ს წევრი, რის გამოც ის კიდევ უფრო დაუცველია რუსული აგრესიისა და ოკუპაციის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის NATO-ს წევრი, ის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. 2008 წლის სექტემბერში დაარსებული NATO-საქართველოს კომისია არის „პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმი“, რომელიც ზედამხედველობს NATO-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას.

 

გარდა ამისა, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველო NATO-ს წევრებს წარუდგენს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას რეფორმების სხვადასხვა ამოცანასთან დაკავშირებით რჩევის მისაღებად. გარდა ამისა, NATO მხარს უჭერს საქართველოს NATO -საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით, რომლის მიზანიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და დახმარება სამომავლო გაწევრებისთვის მომზადებაში. რადგან საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი) დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, NATO-მ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს ალიანსში საქართველოს მისაღებად. ამისთვის კი NATO-მ ცვლილებები უნდა შეიტანოს 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-6 მუხლში, რომელიც განმარტავს მე-5 მუხლის ძალით დაცული სპეციალური ტერიტორიების რაობას.

 

ამით მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაცვა დროებით მოეხსენება რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს და სრულიად საქართველო შევა NATO-ში. სანამ რუსეთი ხელს არ აიღებს ოკუპირებული რეგიონების კონტროლზე, NATO-ს უსაფრთხოების გარანტიები მიენიჭება მხოლოდ საქათველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner