logo_geo
eng_logo
რუსეთმა, შესაძლოა, იმ უცხოელების დეპორტაცია განახორციელოს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ
- +

3 თებერვალი. 2020. 12:19

 

 

რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის თქმით, რუსულმა მხარემ შესაძლოა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია მოახდინოს, რომლებიც ახალი კორონავირუსით არიან დაინფიცირებული.

 

„ახლა ახალი კორონავირუსი დაემატა განსაკუთრებით საშიში დაავადებების სიას. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, მოვახდინოთ უცხო ქვეყნის დაავადებული მოქალაქეების დეპორტაცია, ასევე მივიღოთ სპეციალური შემზღუდველი ზომები, როგორიცაა იზოლაცია და კარანტინი“, - განაცხადა მიშუსტინმა.

 

ცნობისთვის, 31 იანვარს, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner