ისტორიკოსი დათო გოგიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ყურადღება!!! ვარ მყარი სულისკვეთების ნაციონალური ბეგრაუნდის მქონე გვალვაგამძლე ნერგი.
აქტიურ პოლიტიკურ ვეგეტაციას, კერძოდ გადარგვასა და ჩანერგვას ვექვემდებარები შემოდგომაზე არჩევნების წინა პერიოდში. განსაკუთრებით ნოყიერად აღმოვცენდები იმ ნიადაგზე და მიკროკლიმატურ პირობებში, სადაც აღმოცენდა „ქართული ოცნება," ალასანია, რესპუბლიკელები და სხვა მონათესავე პარტიები. შედეგი გარანტირებულია..."- წერს გოგიშვილი.