„ჩინეთიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ“, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა განაცხადა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თვითმფრინავში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ალბანეთის მოქალაქეები იყვნენ. ისინი თვითმფრინავმა ჩინეთიდან თურქეთში ჩამოიყვანა და ახლა კარანტინში არიან. ამჟამინდელი მონაცემებით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ისინი კვლავაც არიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ფატმა სერენ იაზგანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქული თვითმფრინავით ანკარაში ორი დღის წინ ჩაფრინდნენ, სადაც ისინი ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.