logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: გვაქვს რესურსი, გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპიურად მიმდინარე ვირუსი
- +

3 თებერვალი. 2020. 12:52

 

 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს აქვს რესურსი, გაუმკლავდეს კორონავირუსს. მისივე თქმით, ხვალ, გერმანიიდან გამოგზავნილი პასუხით გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებულ სამ პაციენტს ახალი კორონავირუსი.

 

„უკვე კვირაზე მეტია ტარდება პრევენციული ღონისძიებები ჩვენს სასაზღვრო ზონებზე, სადაც შემოწმებულია ყველა ის მოქალაქე, რომელზეც მიტანილია ეჭვი, როგორც კორონავირუსის პოტენციურ მატარებელზე. ამ პრევენციულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ის, რომ საქართველო დღემდე იმყოფება მწვანე ზონაში.

 

ჩვენ გვყავს მხოლოდ სამი პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ მათაც ამ ეტაპამდე ახალი კორონავირუსი არ უდასტურდება. ხვალ ველოდებით გერმანიიდან პასუხს, რომლითაც გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, დაუდასტურდება თუ არა ამ სამ პირს ახალი კორონავირუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპიურად მიმდინარე ვირუსი. ამ შემთხვევაშია მთავარია დროულად იყოს აღმოჩენილი დახმარება და მოხდეს პაციენტის დროული სტაციონარიზაცია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner