logo_geo
eng_logo
ქრონოლოგია - როგორ მოედო ჩინეთს მომაკვდინებელი ვირუსი
- +

3 თებერვალი. 2020. 13:14

 

 

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირდა. ახლა, თითქმის ორი თვის შემდეგ, სახეზეა გლობალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა იმის გამო, რომ ეპიდემია ჩინეთის საზღვრებს გასცდა.

 

ბოლო ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებულია დაახლოებით 12 000 შემთხვევა, მათ შორის 100-მდე შემთხვევა ჩინეთს გარეთ მსოფლიოს 21 ქვეყანაში.

 

კორონავირუსის გავრცელების უფრო ზუსტი ქრონოლოგია კი ასეთია:

 

8 დეკემბერი: სამედიცნო დაწესებულებაში რეგისტრირდება პირველი პაციენტი კორონავირუსის სიმპტომებით.

 

31 დეკემბერი: ვირუსის ადრეულ შემთხვევებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) ადასტურებენ.

 

1 იანვარი: ქალაქ უხანში მდებარე ზღვის პროდუქტებისა და ველური ბუნების ბაზარი იხურება დეზინფექციის მიზნით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული სავაჭრო ობიექტი ეპიდემიის წყაროს წარმოადგენს.

 

7 იანვარი: ჩინელი მეცნიერები ასახელებენ პათოგენს, როგორც კორონავირუსის ახალი შტამი.

 

9 იანვარი: ფიქსირდება გარდაცვალების პირველი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსთან.

 

20 იანვარი: კორონავირუსის შემთხვევები რეგისტრირდება პეკინსა და შენჟენში.

 

23 იანვარი: უხანი კარანტინის ზონად ცხადდება. ქალაქში და მის გარეთ მოძრაობა იზღუდება. ჯამში, უხანსა და მეზობელ ქალაქებში 60 მილიონამდე ადამიანის იზოლირება ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვირუსი ჯერ კიდევ არ არის საერთაშორისო შეშფოთების საგანი.

 

28 იანვარი: დაღუპულთა რიცხვი 100-ს აღწევს. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მთელს ჩინეთში აჭარბებს იმ მაჩვენებელს, რომელიც 2002-2003 წლებში მომაკვდინებელ SARS-ს ვირუსის დროს დაფიქსირდა.

 

30 იანვარი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს გლობალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობას.

 

31 იანვარი: გარდაცვლილთა რიცხვი 200-ს აჭარბებს.

 

1 თებერვალი: ჩინეთის ხელისუფლება აფიქსირებს დაღუპულთა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ბოლო 24-საათიან პერიოდში. რეგისტრირდება გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა, რამაც გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 260-მდე გაზარდა. 24 საათში ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად, დაახლოებით 2400 ერთეულით გაიზარდა.

 

2 თებერვალი: ჩინეთის გარეთ, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ფიქსირდება. ფილიპინების ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში 44 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ჩინეთის ქალაქ უხანიდან იყო.

 

ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 17 205 შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაიცვალა 361, ხოლო განიკურნა 475 პაციენტი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner