logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: აშშ, როგორც ძირითადი პარტნიორი, საქართველოს მხარდაჭერას მუდმივად აფიქსირებს
- +

3 თებერვალი. 2020. 13:26

 

 

„ამერიკის მხრიდან მხარდაჭერა იქნება, რათა შევძლოთ, იმ გამოწვევებთან გამკლავება, რაც ქვეყანას არა მხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ მომავალ წელსაც ექნება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

 

„ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახმარება უნდა გაუწიოს საქართველოს, ამას აშშ აფიქსირებს არა მხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ ყოველთვის, როგორც ძირითადი პარტნიორი ქვეყანა. პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველო ამერიკისთვის რეგიონში ძირითადი დასაყრდენია ყველა მიმართულებით. ეს გაცხადებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის მხრიდან მხარდაჭერა იქნება, რათა შევძლოთ, იმ გამოწვევებთან გამკლავება, რაც ქვეყანას არა მხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ მომავალ წელსაც ექნება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ სათაურით – „ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“ ანგარიში გამოაქვეყნა.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად 2020 წელს აშშ-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს ხუთ მთავარ პრიორიტეტზე, ესენია: საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა; საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ბიძგის მიცემა; ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერა; თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება; საქართველოსთვის ბიძგის მიცემა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნის თვალსაზრისით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner