„საქართველოში ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე სამი ადამიანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენა იზრდება, სწორედ ამიტომ, საქართველოში შესაბამისი უწყებები ყველა რესურსს იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსი არ გავრცელდეს.