logo_geo
eng_logo
კასპში „როსტომ მეფის ქალაქის“ კონტურებს გააცოცხლებენ - სოფელი ახალქალაქი
- +

3 თებერვალი. 2020. 14:31

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ციხე-გალავნის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ტენდერი მერიამ დღეს გამოაცხადა.

 

პროექტის მიხედვით, გაცოცხლდება როსტომ ხანის მიერ დაარსებული დასახლების კონტურები. სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და 2021 წელს დასრულდება. კასპის მერიამ დაახლოებით 300 000 ლარი გამოყო.

 

„პროექტი ითვალისწინებს ციხე-გალავნის კედლების ლოკალურ გამაგრებას, მიღებული ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შერჩეული სამშენებლო მასალებით საკონსერვაციო სამუშაოებს - გალავნის მთელ პერიმეტრზე, კოშკების აღდგენას და ძველი „კონტურების გაცოცხლებას“ გალავნის ტერიტორიაზე, რაც გაითვალისწინებს არსებულ კონტურებზე მსუბუქი კონსტრუქციებით ახალი სილუეტების გაჩენას. აღდგება ჭიშკარი, გამწვანდება გალავნის შიდა ტერიტორია, მის გარეთ მდებარე გვიანდელ უსახურ მიშენებებს კი გაუკეთდება დემონტაჟი“, - აღნიშულია პროექტში.

 

პროექტის მომზადების დროს გამოიყენეს ი. მოსულიშვილის, ი. შარაშენიძისა და ხ. ქომეთიანის საავტორო ჯგუფის მიერ 1989-1990წწ. მომზადებული ანაზომები, როგორც საარქივო მასალა.

 

სოფელში 1908 წელს აღმოჩნდა ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო მეოთხედის ბრინჯაოს ნივთების ახალქალაქის განძი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner