„2014 წლიდან, როცა შეიქმნა „ისლამური სახელმწიფო“, გავამკაცრეთ კანონმდებლობა და უშუალოდ ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა“, - სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტში აღნიშნა.
„საქართველოდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მიდიოდნენ კონფლიქტის ზონაში და მონაწილეობას იღებდნენ საომარ მოქმედებებში. ჩვენი მოქალაქეები იყვნენ გაერთიანებულნი სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებებში. ჩვენ ამას ვაკვირდებოდით, ვაგროვებდით მასალებს/მტკიცებულებებს იმისათვის, რომ, თუ მოხდებოდა მოქალაქეების დაბრუნება საქართველოში, მომხდარიყო მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. 2014 წლიდან, როცა შეიქმნა„ ისლამური სახელმწიფო“, გავამკაცრეთ კანონმდებლობა და უშუალოდ ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა“, - აღნიშნა ჩიმაკაძემ.