logo_geo
eng_logo
„ბორჩაშვილი იყო სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში“
- +

3 თებერვალი. 2020. 14:35

 

 

„ბორჩაშვილმა გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები არასრულწლოვანები“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტშია საუბარი.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი იყო სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ცდილობდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მათ სირიაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა. დადგინდა, რომ ბორჩაშვილმა გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი. ისინი თურქეთში გაემგზავრნენ, სადაც მათ ბორჩაშვილის მოკავშირეები დახვდნენ და მათი მეშვეობით მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი სირიაში ისლამური სახელმწიფოს რიგებს შეუერთდნენ. ჩვენი მოქალაქეების რეკრუტირება და ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვა დაგეგმილად ხდებოდა და ყველა გზა ბორჩაშვილთან მიდიოდა. 2015 წლის 14 ივნისს სოფელ გომბორთან ბორჩაშვილი დააკავეს. ამ ადამიანის განეიტრალება დიდი დარტყმა აღმოჩნდა საერთაშორისო ტერორისტული ქსელისთვის“, - ნათქვამია რეპორტაჟში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner