logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიმაკაძე: ჩატაევი იმუქრებოდა ტერორისტული აქტებით საქართველოს ტერიტორიაზე
- +

3 თებერვალი. 2020. 14:40

 

 

„დავიწყეთ მუშაობა, რომ მიგვეგნო ჩატაევისათვის, რადგან არსებობდა რეალური საფრთხე და ყველანაირად ვცდილობდით, დაგვედგინა მისი ადგილსამყოფელი“, - ამასთან დაკავშირებით სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ გადაცემა „არენაში“ გასულ სიუჟეტში ისაუბრა.

 

„2015 წელს აგვისტოს თვეში, ჩვენ მივიღეთ გზავნილი ჩატაევისგან, რომელიც ემუქრებოდა სახელმწიფოს და ითხოვდა ბორჩაშვილის გათავისუფლებას. ამისთვის გვაძლევდა 1-კვირიან ვადას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის იმუქრებოდა ტერორისტული აქტებით საქართველოს ტერიტორიაზე და განსაკუთრებით კი საქართველოში მყოფ ტურისტებს ერჩოდა. იმავე დღეს დავიწყეთ მუშაობა, რომ მიგვეგნო ჩატაევისათვის, რადგან არსებობდა რეალური საფრთხე და ყველანაირად ვცდილობდით დაგვედგინა მისი ადგილსამყოფელი.

 

ორგანიზაცია აქტიურდებოდა, მითუმეტეს, რომ დიდი ფინანსური სახსრები გააჩნდათ. ხდებოდა მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყანაში მებრძოლების ჩაყვანა და ისინი გავლენას ახდენდნენ თავიანთ თანამოაზრეებზე. ის ადამიანები, ვინც იმყოფებოდნენ სირია-ირანის ტერიტორიაზე, აგზავნიდნენ საქართველოში დავალებებს, რომ ტერაქტები განეხორციელებინათ თუნდაც დანით, მანქანით, ცეცხლის წაკიდებით... ამაზე დროულად მივიღეთ ინფორმაცია და რამდენიმე პირი მივეცით პასუხისგებაში“, - აღნიშნა ჩიმაკაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner