logo_geo
eng_logo
თამარ კიკნაძე: არ შემიძლია, ვდუმდე მაშინ, როდესაც...
- +

3 თებერვალი. 2020. 14:41

 

 

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ვიცე-პოლკოვნიკი თამარ კიკნაძე, რომელიც ამჟამად აფრიკის მისიაში მსახურობს, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მართლაც დიდ საქმეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვით. ბატონმა მინისტრმა თითოეულ ჩვენგანში გამოაღვიძა უკვე კარგა ხნის წინ მკვდარი იმედები და მჯერა, რომ თავდაცვის სისტემაში გაიზრდება მომავალი თაობის ინტერესი ქვეყნის სამსახურში ჩადგომის, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ მათი ღვაწლი, თავგანწირვა თუ ქვეყნის სადარაჯოზე დგომა დაუფასებელი და შეუფასებელი არ დარჩება. ბატონი მინისტრისადმი ნდობა საგრძნობლად გაიზარდა და ის დარჩება მუდამ ერთ-ერთ ღირსეულ ადამიანად, მინისტრად, რომელმაც შესაბამისად დააფასა თითოეული სამხედრო მოსამსახურის ღვაწლი, თავგანწირვა და ქართული სულისკვეთება, რასაც სამშობლოს სადარაჯოზე დგომა ჰქვია.

 

არ შემიძლია, ვდუმდე მაშინ, როდესაც ვხედავ ჯარისკაცების, ოფიცრების თუ რიგითი სამხედრო მოსამსახურეების გაბრწყინებულ, იმედიან სახეებს, ისინი - ყველა ერთხმად აღნიშნავენ ჩვენი მინისტრის ღვაწლს და სამხედროებისადმი ზრუნვას, რაც ნამდვილად დასაფასებელია და აღსანიშნავია ჩვენი მხრიდან.

 

ბატონმა ირაკლიმ ამ მოკლე ხანში შეძლო იმდენი რეფორმის განხორციელება, რაც მათ წინამორბედებს წლების განმავლობაში არ გაუკეთებიათ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. უფალმა ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, – წერს თამარ კიკნაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner