ჭიათურასა და ზესტაფონში რაგბის ეროვნული ნაკრების რუმინეთთან თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა. „ბორჯღალოსნებს“ ორივე რეგიონიდან ადგილობრივი მორაგბეები და მოსახლეობა უჭერდა მხარს.
ღონისძიების ფარგლებში, ჭიათურის მორაგბეების გუნდმა მოსახლეობას საქომაგო კლუბის ჩამოყალიბების ინიციატივა სპორტის ამ სახეობის ადგილზე პოპულარიზაციისა და მათთვის მოტივაციის ამაღლების მიზნით შესთავაზა.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც ჭიათურაში ადგილობრივი მორაგბეების იდეის მხარდამჭერია, ორივე რეგიონიდან სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებისთვის და კომპანიის თანამშრომლებისთვის საქართველო-რუმინეთის მატჩის ხილვა „დინამო არენაზე“ ბილეთების შეძენითა და თბილისში ტრანსპორტირებით უზრუნველყო.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ულოცავს რაგბის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას.