logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: რომ არა თქვენ, დღესაც ციხეში ვიქნებოდი...
- +

12 ივნისი. 2016. 22:00



კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული, „პატრიოთტა ალიანსის" წევრი  ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:


„ძვირფასო დებო და ძმებო, თითოეულ თქვენთაგანს მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ თანადგომისთვის. რომ არა თქვენ,  დღესაც ციხეში ვიქნებოდი, მხოლოდ თქვენმა მხარდაჭერამ გაჭრა ჩემო ქართველებო და არა მხოლოდ ქართველებო. სრულად საქართველოს მოსახლეობის ზნეობრივმა და პატრიოტულმა სულისკვეთებამ!

 

იცოდეთ ძალიან მიყვარხართ და ვცხოვრობ იმისთვის, რათა თითოეულ თქვენთაგანს ვაგრძნობინო, რომ ტყულა არ გარჯილხართ. ამიტომაც წავედი პოლიტიკაში და წავედი პატრიოტებთან ანუ თქვენთან. ჩვენ ერთად მოვიგებთ არჩევნებს და სამუდამოდ დავამკვიდრებთ ჩვენს ქვეყანაში პატრიოტულ სულისკვეთებას, სამართლიანობას.

 

 ჩვენ მივიღებთ ისეთ კანონებს, რომლითაც სამართლიანობაც აღდგება და უსამართლობასაც სამუდამოდ მოვუღებთ ბოლოს!

 

ისეთი ძალა და სიყვარული ვიგრძენი, საკუთარ ტყავში ვერ ვეტევი, კიდევ ერთხელ მადლობა უფალს, რომ ქართველი ვარ და დავიბადე საქართველოში და ვარ თითოეული თქვენგანის ძმა! დიდება ღმერთს!"- აღნიშნავს კვიციანი. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner