logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიმაკაძე: ჩატაევის ლიკვიდირება დადასტურდა მას შემდეგ, რაც...
- +

3 თებერვალი. 2020. 15:33

 

 

„რამდენჯერმე ვთხოვეთ ტერორისტებს, რომ დაეყარათ ცეცხლსასროლი იარაღი და დანებებულიყვნენ“, - სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

 

„დავიწყეთ მოლაპარაკება, რამდენჯერმე ვთხოვეთ ტერორისტებს, რომ დაეყარათ ცეცხლსასროლი იარაღი და დანებებულიყვნენ, რაზეც უარი მივიღეთ. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ შტურმით აგვეღო ბინა. კარი დაინაღმა და დაიწყო ღონისძიება. აფეთქების შემდეგ კარი ბოლომდე არ გაიღო, რაც ტერორისტებს სროლისა და ხელყუმბარების გადმოყრის საშუალებას აძლევდა. მეორე ფაზის დროს ტერორისტებმა იხელთეს დრო და გადმოყარეს ხელყუმბარები. სპეცრაზმელებს მოუწიათ პოზიციების შეცვლა. ტერორისტებმა იხელთეს დრო გადავიდნენ მოპირდაპირე ბინაში, საიდანაც ერთ-ერთმა გადმოყო ცეცხლსასროლი იარაღი და განახორციელა გასროლა, რა დროსაც დაიღუპა ვანო გოლაშვილი.

 

როდესაც მივხვდით, რომ არ ჩაგვბარდებოდნენ, გამთენიისას, 6 საათზე დავიწყეთ სპეცღონისძიება. ბინას ცეცხლი მოეკიდა და რადგან ვცდილობდით, დამნაშავეები ცოცხლად აგვეყვანა, გადაწყვტილება მივიღეთ, ჩაგვექრო ცეცხლი. მესამე ფაზის დროს უკვე სპეცრაზმელებმა დაიკავეს მეორე სართული და დაიწყეს მათი შევიწროვება. მათ გასასვლელი არ ჰქონდათ და გადმოხტომით სცადეს კორდონის გარღვევა. რამდენიმე წამის შემდეგ აფეთქების ხმა გაისმა, დიდი ბეტონის ფილა გადმოვარდა და ამის შემდეგ უკვე ყველა ლიკვიდირებული იყო. ჩატაევის ლიკვიდირება დადასტურდა მას შემდეგ, რაც ის იდენტიფიცირდა დნმ-ს ექსპერტიზის შედეგად“, - აღნიშნა ჩიმაკაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner