„მაჩალიკაშვილმა დაიწყო მოძრაობა, სპეცრაზმელმა შეამჩნია ხელყუმბარა, რომლის გამოყენებასაც გეგმავდა თემირლანი“, - ამის შესახებ გადაცემა „არენაში“ გასულ სიუჟეტშია ნათქვამი.
„როდესაც ჯგუფი შევიდა თემირლანის ეზოში, დაინახეს, რომ მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში სინათლე ენთო. ოთახში შესვლის შემდეგ იდენტიფიცირებულ იქნა დასაკავებელი პირი, რომელსაც მიეცა მითითება, ხელები ეჩვენებინა და არ გაეკეთებინა მკვეთრი მოძრაობები. ამის მიუხედავად, მაჩალიკაშვილმა დაიწყო მოძრაობა, სპეცრაზმელმა შეამჩნია ხელყუმბარა, რომლის გამოყენებასაც გეგმავდა თემირლანი. სპეცრაზმელმა გააკეთა გასროლა და ბრალდებულს ტყვია მოხვდა თავში. შემდეგ კი ითხოვეს სამედიცინო დახმარება და ჯგუფი გაიგზავნა.
თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიაში იგეგმებოდა, თუმცა, ავსტრიის სახელმწიფომ ის არ მიიღო. ავსტრიის შს მინისტრმა განმარტა ის მიზეზებიც, რატომაც არ მიიღო მაჩალიკაშვილი. შს მინისტრის განცხადებით, ის ქვეყანაში ვერ შეუშვებდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფ პირს“, - ნათქვამია რეპორტაჟში.