logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: მინდა, ეს იმ ოპოზიციას შევახსენო, რომელიც პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს...
- +

3 თებერვალი. 2020. 15:39

 

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდეს.

 

„მინდა, ეს იმ ოპოზიციას შევახსენო, რომელიც პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს და გადასულია დესტრუქციულ ქმედებებზე. სამწუხაროდ, ისინი საქართველოს პარლამენტში მოსახლეობამ აირჩია მათ შორის, საქმიანობისთვის და თუნდაც, კრიტიკული გამოსვლებისთვის. კონსტიტუციის ფარგლებში შესაძლებელია, იყოს საპროტესტო აქციები, მაგრამ ის, რომ საქართველოს დესტაბილიზაციის საფრთხე დაემუქროს, ეს არც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და არც პარტნიორებისას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დიპლომატების დახმარებით შეხვედრა გაიმართოს და ოპოზიცია იმ ოპტიმალურ ვარიანტს დათანხმდეს, რაც საარჩევნო სისტემაზე შევთავაზეთ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner