logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ჩვენ ახლა ვაინიცირებთ ახალ კანონს, რომლის ბენეფიციარები მცირე და საშუალო მეწარმეები იქნებიან
- +

3 თებერვალი. 2020. 16:16

 

 

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „აკვაკულტურის შესახებ“ ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდა. საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ბიუროს სხდომაზე განცხადება გააკეთა.

 

„საქართველოს ფარდობითი უპირატესობა წყლის რესურსებში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აკვაკულტურის მიმართულება რეალურად გავააქტიუროთ. აკვაკულტურა - იგივე თევზის და ზღვის პროდუქტების ხელოვნურად მოშენება, წარმოება, თავის თავში, ჩვენი არსებული პოტენციალის ათჯერ და თხუთმეტჯერ უფრო დიდ წარმოებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა ვაინიცირებთ ახალ კანონს აკვაკულტურის შესახებ, რომლის ბენეფიციარები იქნებიან მცირე და საშუალო მეწარმეები. ადგილობრივ კოოპერატივებს მიეცემათ განსაკუთრებით დიდი ბენეფიტები, ეს სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის დარგის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას იწვევს, როგორც იმპორტის ჩანაცვლების, რადგან დაახლოებით 22000 ტონამდე იმპორტი შემოდის და ჩვენი რეალური შესაძლებლობა 30-დან 50 ათას ტონამდე თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოება არის. შესაბამისად, როგორც იმპორტის ჩანაცვლება, ასევე ექსპორტზე გატანა და ევროკავშირის ქვეყნებში შეტანა, როგორც ორგანული და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება, ეკოტურიზმის განვითარება. ამ კანონპროექტის თანახმად, 2024 წლამდე სანებართვო გადასახადისაგან ათავისუფლებს დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ერთი ფანჯრის პრინციპი ამოქმედდება და ეს კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, სამინისტრომ, განახორციელოს გრანტებისა და მცირე სოფლის მეურნეობის წამახალისებელი პროგრამები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს, კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner