logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არ მგონია, ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება კონგრესმენების კრიტიკულ წერილებთან იყოს კავშირში
- +

3 თებერვალი. 2020. 16:29

 

 

„არ მგონია, კონტრაქტის გახანგრძლივება კონგრესმენების კრიტიკულ წერილებთან იყოს კავშირში“, - ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „Chartwell Strategy Group“-თან კონტრაქტის გაგრძელება ახლა და კავშირშია თუ არა ეს ყველაფერი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებთან.

 

„ამაზე დიდი ხანი მიმდინარეობდა საუბარი. ალბათ, ხელშეკრულება დამთავრდა და ამიტომ ხდება ახლა ხელშეკრულების გაგრძელება. არ მგონია, ეს ყველაფერი კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან იყოს კავშირში. მე მივესალმები ხელშეკრულების გაგრძელებას და ზოგადად ურთიერთობას, კონგრესმენებთან, სენატორებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ და მე ამ ურთიერთობას მივესალმები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერი ასევე გამოეხმაურა კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკულ წერილებს და აღნიშნა, რომ მათთან მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო.

 

„რაც შეეხება კონგრესმენების წერილებს, საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი ინფორმაციის მიწოდება და მისასალმებელია ის ვიზიტები, რომელიც სამომავლოდ დაგეგმილია“, - აღნიშნა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner