logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: თუ საპროტესტო აქციები მიიღებს კანონდარღვევის სახეს, ბუნებრივია, სახელმწიფო ადეკვატურად მოახდენს რეაგირებას
- +

3 თებერვალი. 2020. 16:31

 

 

„თუ საპროტესტო აქციები მიიღებს კანონდარღვევით სახეს, ბუნებრივია, სახელმწიფო პროპორციულად და ადეკვატურად მოახდენს რეაგირებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.

 

„თუ ოპოზიციას რაიმე კანონიერი სახით უნდა პროტესტის გამოხატვა პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამის შესაძლებლობა ექნება და სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ უფლების რეალიზებას, მაგრამ, თუ საპროტესტო აქციები მიიღებს კანონდარღვევის სახეს, ბუნებრივია, სახელმწიფო პროპორციულად და ადეკვატურად მოახდენს რეაგირებას. თუ ეს მიიღებს იმ სახეს, რომ ვინმე შეეცდება, პარლამენტის სტაბილურ ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს - ამის უფლებას არავის მივცემთ. თუ მათ სურთ, გააგრძელონ საპროტესტო აქციები, მოექცევიან კანონის ფარგლებში და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ თავისი უფლების რეალიზება განახორციელონ. ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ ასეთი გზით ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ, გარდა საკუთარი თავის მარგინალიზაციისა. დაიწყეს ბოქლომების პერფომანსებით და ბოლოს კომიკურ ვითარებაში მოაქციეს თავიანთი თავი, შემდგომ იყო ცეცხლმოკიდებული კასრები რუსთაველზე და რომლებიც, საბოლო ჯამში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება, შემდეგ მოიგონეს „შავი სიები“ - ესეც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება. მთელი ამ მოქმედებებით თავიანთი თავის მარგინალიზაციას ახდენენ და მათთვისაც უკეთესი იქნება, თუ აქციებიდან გადმოინაცვლებენ პარლამენტის შენობაში და გვექნება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური დებატების გზით ვიმსჯელოთ ნებისმიერ საკითხზე“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

მან ასევე ისაუბრა კონგრესმენების წერილებზე და აღნიშნა, რომ პროპორციული სარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ მსგავსი რეაქციები ბუნებრივია, თუმცა წერილებში გაკეთებული ზოგიერთი აქცენტი არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობითაა.

 

„პირველ რიგში, ის, რომ კონსტიტუციის ჩავარდნა იმედგაცრუებას გამოიწვევდა ჩვენს არაერთ პარტნიორში, ეს გასაგები იყო. ჩემშიც გამოიწვია იმედგაცრუება, რა გასაკვირია, რომ რომელიმე კონგრესმენში ამას იმედგაცრუება გამოეწვია? ბუნებრივია, ამას მოჰყვებოდა გარკვეული რეაქცია მათგან. ამ წერილებს ჩვენ აღვიქვამთ როგორც ჩვენი მეგობრების მხრიდან წუხილს, რომ რაღაც ქვეყანაში ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს. ნებისმიერ წერილს, სადაც ჩვენი მეგობარი კონგრესმენის გარკვეული გულის წუხილი ჩანს, ჩვენ ყურადღებით ვეცნობით. ის, რაც ითქვა, სამწუხაროდ, ვერ შესრულდა. ის სისტემა, რომელიც დღეს ძალაშია, არ ნიშნავს, რომ არ არის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემა. მეორე მხრივ, ამ წერილებში არის ისეთი აქცენტები გაკეთებული, რომელიც არასწორ ინფორმაციას ეფუძნება. ასეთი არაერთი შემიძლია ვთქვა, მაგალითად, ერთ წერილში აქცენტი იყო გაკეთებული, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს ნათქვამი, რომ ჩვენ პოლიტიკოსები უნდა დავიჭიროთ. სინამდვილეში, მისი მხრიდან სულ სხვა რამე იყო ნათქვამი და პირიქით, გულის ტკივილი იყო მისი მხრიდან გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, არის სისხლის სამართლის დანაშაული და რატომ აკეთებენ ამასო - აი, ამ კუთხით იყო ნათქვამი. ძალიან რთულია ამ „ფეიქ“-ინფორმაციას ებრძოლო და როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ოპოზიციამ მოახერხა და ინფორმაცია მიიტანა იქამდე. აქაც ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სწორი ინფორმაცია იყოს მისული იქ, სადაც საჭიროა“, - განაცხადა კახიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner