logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პიკეტირებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ პროცესთან, რასაც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ჰქვია
- +

3 თებერვალი. 2020. 16:33

 

 

„არავითარი კავშირი პიკეტირებას არ აქვს იმ პროცესთან, რასაც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ჰქვია. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

 

„ეს საკითხებია სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის საკითხები, სამართლებრივი საკითხები, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს ხალხის და ქვეყნის წინაშე. სწორედ ამის პიკეტირება ხდება და ასეთი პიკეტირებით ვითომდა საარჩევნო თემებზე მოლაპარაკების წარმატებაზე საუბრობენ. ეს ტყუილია, არავითარი კავშირი პიკეტირებას არ აქვს იმ პროცესთან, რასაც ჰქვია საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner