ბათუმში, სანაპიროზე შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.