„მტკიცებულებებს შორის აღმოჩნდა თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო და მობილურის საგარანტიო დოკუმენტებიც“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ნათქვამი.
„ჩატაევის კომპიუტერში დაცული მონაცემებისა და ბინიდან ამოღებული სხვა მტკიცებულებების ფონზე გამოიკვეთა კავშირი პანკისის ხეობაში მცხოვრებ რამდენიმე პირთან. მტკიცებულებებს შორის აღმოჩნდა თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო და მობილურის საგარანტიო დოკუმენტებიც, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა, როგორ გადაადგილდებოდა მაჩალიკაშვილი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტერორიზმში ბრალდებულ პირებთან ერთად მობილური ტელეფონის საყიდლად. უცხოეთიდან ირიცხებოდა თანხები თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზეც, ტერორისტები ეძებდნენ სუფთა წარსულის მქონე პირს, რომლის ანგარიშზეც მოხდებოდა თანხების გადარიცხვა ასეთი კი თემირლანი აღმოჩნდა“, - ნათქვამია სიუჟეტში.