სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ ზუგდიდში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (22 600 ღერი) ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.