„როცა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი" ამბობს, რომ რეგიონში საქართველო დემოკრატიის ხარისხით არის მისაბაძი, ეს არის აღიარება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„რაც შეეხება კვლევაში ანაკლიის ნაწილზე საუბარს, თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ ისე, რომ მამუკა ხაზარაძემ რადგან „გადააგდო“ სახელმწიფო, ეს არის სახელმწიფოს ბრალი. მაგრამ ეს არის თავად „გადამგდების“ ბრალი. რაც შეეხება პროცედურას, ინტერესთა გამოხატვას თუ ა.შ. ინტერესი გამოხატა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სახელმწიფომ მაშინ, როცა 2017 წელს მიღებულ კონსტიტუციაში ანაკლიის პროექტის შესახებ ჩაწერა“, - განაცხადა მდინარაძემ.