logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ვირუსი შეუსწავლელია, მაგრამ სწავლობენ. ადრე თუ გვიან ვაქცინა იქნება, მაგრამ...
- +

3 თებერვალი. 2020. 18:02

 

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთხელაც დავწერ და მორჩა ეს თემა.

 

  1. ვირუსი შეუსწავლელია, მაგრამ სწავლობენ. ადრე თუ გვიან ვაქცინა იქნება, მაგრამ რაში გადარდებთ, მაინც არ იტარებთ ვაქცინაციას?!

 

  1. 400-ზე მეტი დაინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ე.ი. მკურნალობას სწავლობენ.

 

  1. წინა ორი კორონავირუსის დროს, 2002-2003 წლებში 30 ქვეყანაში დაინფიცირდა 5 ათასზე მეტი, გარდაიცვალა 349, 2012-ში დაინფიცირდა 8 ათასზე მეტი 23 ქვეყანაში, სიკვდილიანობა - 858 შემთხვევა.

 

  1. მხოლოდ ამერიკაში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, გრიპის ვირუსით დაინფიცირდა 18 მილიონი (დღეში 50 ათასი) ადამიანი, ჰოსპიტალიზებულ იქნა 100 ათასზე მეტი, გარდაიცვალა 10 ათასზე მეტი (დღეში 27) დაინფიცირებული. არავინ პანიკობს.

 

  1. ჩინეთმა ამ დღეებში 60 მლრდ დოლარზე მეტი იზარალა. განახევრდა ყველა სახის გადაზიდვა. მსხვილმა უცხოურმა კომპანიებმა, ალბათ დროებით, დახურეს საკუთარი ფილიალები.

 

შევეშვათ პანიკას და დღედაღამ ამ თემაზე საუბარს. რაიმეს ცვლის პანიკა? ვერა. მხოლოდ აზიანებს საზოგადოებას, ადამიანთა განწყობებს. ხომ ხედავთ, რომ რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი, კეთდება“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner