აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ობსერვატორია დამატებით ფუნქციებს შეიძენს. შენობაში მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე, ასევე, აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. ობსერვატორიაში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი და კაფეც.
შენობის გარდა, ამავდროულად, კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაც.
კურორტ აბასთუმნის ობსერვატორია საქართველოს პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა, რომელსაც წელიწადში, დაახლოებით, 10 000 ტურისტი სტუმრობს.