logo_geo
eng_logo
ზურაბ ხონელიძესა და მაიკლ ქაუგილს შორის კიდევ ერთი საქმიანი შეხვედრა გაიმართა
- +

3 თებერვალი. 2020. 18:38

 

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძესა და „გაუ“-ს და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, ასევე  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მაიკლ ქაუგილს  შორის, კიდევ ერთი საქმიანი შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე და რეფორმებზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ შემუშავებულ ინოვაციურ კონცეფციაზე „საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე“. მაიკლ ქაუგილის მხრიდან  კიდევ ერთხელ აღინიშნა ამ კონცეფციის  მნიშვნელობა და  როლი არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეში, არამედ როგორც ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი  კონფლიქტების მოგვარების კუთხითაც.

 

როგორც მაიკლ ქაუგილმა განაცხადა, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მისი დიდი ხნის საიმედო მეგობარია. ის ასევე დიდი მეგობარია ამერიკელი ხალხის. მისი კონცეფცია „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ შესახებ დიდ ინტერესს იწვევს როგორც სამეცნიერო, ასევე დიპლომატიურ წრეებში. 

 

„პროფესორ ხონელიძის მიერ შემუშავებულ კონცეფციას, ჩემი ღრმა რწმენით, აქვს დიდი მომავალი და მე მზად ვარ, ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსით ეს ხედვა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს. ასევე მოხარული ვარ, რომ ეს ნაშრომი უახლოეს მომავალში  წიგნადაც გამოვა, რაც გააიოლებს ფართო საზოგადოებისთვის ამ ძალზედ სერიოზული კონცეფციის და იდეის გაცნობას“, - განაცხადა მაიკლ ქაუგილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner