logo_geo
eng_logo
აკა სინჯიკაშვილი: ნეტავ განახათ ბავშვების სახეები, ტანსაცმლის და სათამაშოების დანახვაზე...
- +

12 ივნისი. 2016. 23:27


სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც სხვადასხვა საქველმოქმედო ღონსძიებებს ატარებს მოსახლეობის დასახმარებლად მორიგ პოსტს აქვეყნებს:

 

„დილას 7 საათზე გამოვედით თბილისიდან.

წალკიდან გადავიარეთ გოდერძის უღელტეხილი და დარიგება დავიწყეთ ხულოს პირველი სოფლიდან დანისპარაულიდან და ვიყავით 4 სოფელში.

 

ამის გარდა შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურში და ამწამს გამოვალ ბათუმიდან. ადამიანური ტანსაცმელი ექნება დაახლოებით 50-ზე მეტ ადამიანს. ნეტავ განახათ ბავშვების სახეები, ტანსაცმლის და სათამაშოების დანახვაზე...

 

 ძაან დიდი მადლობა რომ ამდენი ტანსაცმელი მომაგროვებინეთ და ასევე დიდი მადლობა წიგნების მაღაზიას „წიგნები ბათუმში" რომელმაც ბავშვებისათვის წიგნები გვაჩუქა.

გკოცნით და ჯანდაბას ფეხბურთი, ჰოლანდია მაინც არ არის ევროპის ჩემპიონატზე."- წერს სინჯიკაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner