logo_geo
eng_logo
პროკურატურა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

12 ივნისი. 2016. 23:37


სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. შესაბამის ინფორმაციას პროკურატურა ადასტურებს და როგორც "აიპრესს" პროკურატურაში განუმარტეს, აიტვირთა ძველი კადრები და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


"სოციალურ ქსელში ძველი კადრებია გავრცელებული, იგივე რაც ადრე აიტვირთა. იქედან გამომდინარე, რომ ამაზე გამოძიება პროკურატურას დაწყებული ჰქონდა იგივე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ანუ საიდან აიტვირთა, ვის მიერ მოხდა ატვირთვა და .. რაიმე ახალი ვიდეო ატვირთული არ არის", - განმარტავენ პროკურატურაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner