logo_geo
eng_logo
ბათუმში ავარიას ხანშიშესული ქალი ემსხვერპლა
- +

3 თებერვალი. 2020. 22:08

 

 

ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხანშიშესული ქალი ემსხვერპლა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

თვითმხილველების თქმით, ქალს დასუფთავების სამსახურის მანქანა დაეჯახა. ფაქტი დაადასტურეს ბათუმის სანიტარული დასუფთავების სამსახურში.

 

„მძღოლი გამოკითხვაზე იმყოფება, შემთხვევის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა. კადრებში ნათლად არ ჩანს, დაეჯახა თუ უკვე გარდაცვლილს გადაუარა“, - განაცხადა სანიტარული დასუფთავების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა შოთა თოდაძემ.

 

შემთხვევა 07:00 საათზე მოხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner