logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არასამთავრობოების ნაწილი მიიტაცა
- +

3 თებერვალი. 2020. 22:31

 

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ენჯეოების“ ნაწილი მიიტაცა, მას სადღაც 20-40-მდე სიტუაციური მოკავშირე ჰყავს. ეს სამაგიდე კვლევა მე შარშან დავდე“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

 

აბაშიძემ ატლანტიკური საბჭოზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული.

 

„ატლანტიკური საბჭო, რომელიც 1996 წელს არის შექმნილი, იქ უწერია, რომ აპოლიტიკური, დამოუკიდებელი და ნეიტრალური ორგანიზაციაა, რანაირად არის, როცა ის ნაცმოძრაობასთან არის აფილირებული, ყველამ იცის ქუთელიას ბიოგრაფია რა იყო, მისი ცნობილი გამონათქვამიც იციან აგვისტოს ომამდე როცა თქვა: ჩვენ რუსეთი რას გვიზამს ჟანგიანი ტანკებითო, როგორც ბაქრაძის დანა-ჩანგალი. ასე რომ, ის რომ ჩნდებოდა ნაცმოძრაობის ორგანიზებულ მიტინგებზე, გამოდიოდა სიტყვით, სადაც ამბობდნენ ხელისუფლების დამხობაზე, დაუმორჩილებლობაზე, როგორ შეიძლება ითქვას ნეიტრალური?“ - განაცხადა გია აბაშიძემ.

 

პარლამენტის ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის დადებულ კონტრაქტზე დღეს გაასაჯაროვა ინფორმაცია.

 

მდინარაძის თქმით, ამაში სკანდალური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ინფორმაცია, კერძოდ კი ის ფაქტი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ კონტრაქტში ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი ბათუ ქუთელია წარმოადგენს, რომელიც „ფორმალურად ამ პარტიის წევრი არ არის და საჯარო სივრცეში ობიექტური ექსპერტის სახელით მოქმედებს“. პოლიტიკოსმა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე განთავსებული შესაბამის დოკუმენტზე მიუთითა.

 

მოგვიანებით „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცეპრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ არც რომელიმე პარტიის წევრია და არც მათი წარმომადგენელი რაიმე მოლაპარაკებებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner