შინაგან საქმეთა სამინისტრო დნმ-ის კოდის მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ 2020 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
აღნიშნული გეგმის მიხედვით, შსს „დნმ-ის კოდის ერთიანი ბანკის შექმნის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებას აპირებს.
როგორც შს სამინისტროში აღნიშნავენ, დნმ-ის კოდის ერთიანი ბანკის შექმნის მიზანია, ხელი შეუწყოს პირთა იდენტიფიკაციას, დანაშაულის პრევენციას, გახსნასა და მის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას.