logo_geo
eng_logo
შსს დნმ-ის კოდის მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნას გეგმავს
- +

3 თებერვალი. 2020. 23:29

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დნმ-ის კოდის მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ 2020 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

 

აღნიშნული გეგმის მიხედვით, შსს „დნმ-ის კოდის ერთიანი ბანკის შექმნის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებას აპირებს.

 

როგორც შს სამინისტროში აღნიშნავენ, დნმ-ის კოდის ერთიანი ბანკის შექმნის მიზანია, ხელი შეუწყოს პირთა იდენტიფიკაციას, დანაშაულის პრევენციას, გახსნასა და მის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner