logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: დღეს ერთი წელი შესრულდა 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან...
- +

12 ივნისი. 2016. 23:39


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 13 ივნისს, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.


„დღეს ერთი წელი შესრულდა 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან. შეუცვლელი ადამიანური დანაკლისი, განადგურებული ქალაქის ცენტრი: დაუნდობელმა სტიქიამ ჩვენი დედაქალაქის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდი დაწერა.

 

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სტიქიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას.

 

ამ მოვლენის შემდგომმა დღეებმა ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წარმოუდგენლად მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, განსაცდელში ერთიანობისა და მძიმე შედეგების დასაძლევად თავდაუზოგავი შრომისთვის მზადყოფნა გვიჩვენა.

 

ეს ძალისხმევა, სამწუხაროდ, ვერაფრით შეამსბუქებს თანამოქალაქეთა დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს. მაგრამ საყოველთაო სოლიდარობის, ყოველგვარი აფიშირების გარეშე ქვეყნისთვის გარჯის ასეთი გმირული პრეცედენტები არის ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი.

 

უმთავრესი გაკვეთილი, რაც ამ ტრაგედიამ გვასწავლა არის ის, რომ ჩვენ - მთლიანად საზოგადოებამ და უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებამ, შორს უნდა ვიყუროთ და ყველა ზომას უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ თითოული მოქალაქის უსაფრთხოება და თვით სიცოცხლე საიმედოდ იყოს დაცული."- აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner