logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა ბათუ ქუთელიასთან დაკავშირებულ სკანდალზე: ეს ინფორმაცია საჯარო გახადა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა
- +

4 თებერვალი. 2020. 00:00

 

 

„თუ ვინმეს კითხვა უჩნდება წყაროს სანდოობის შესახებ, უნდა იცოდეს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გახადა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ბათუ ქუთელიასთან დაკავშირებულ სკანდალს  ტელეკომპანია „POSTV“-ს თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

 

მისი თქმით, საყურადღებოა მოვლენათა თანმიმდევრობა.

 

„ჯერ ქვეყნდება facebook-ის განცხადება, რომელსაც თავის მხრივ არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა, რადგან არაზუსტი თარგმანი იყო. Facebook-ს არ უთქვამს, რომ გაუქმებული ექაუნთები ანტიდასავლური შინაარსის იყო. ეს იყო სიცრუე. ხოლო თავად გაუქმების შეკვეთა მომდინარეობდა, სწორედ იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც წარმოადგენს ბათუ ქუთელია.

 

თუ ვინმეს კითხვა უჩნდება წყაროს სანდოობის შესახებ, უნდა იცოდეს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გახადა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა. ეს არ არის შემთხვევითი ინფორმაცია, ის დევს ოფიციალურ გვერდზე. ვერ ვიტყვი მთელ არასამთავრობო სექტორზე, მაგრამ მთელი რიგი ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები აშკარა მიკერძოებულობით გამოირჩევიან და ფეიკ-ნიუსების გავრცელებაში მონაწილეობენ. ამას ხედავს მოსახლეობა და როდესაც აკეთებს არჩევანს, თუ რომელ პარტიას დაუჭიროს მხარი, ძალიან მარტივია ეს შედარება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner