logo_geo
eng_logo
საპროკურორო საბჭო, 4 თებერვალს, გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს, მათ შორის ირაკლი შოთაძეს მოუსმენს
- +

4 თებერვალი. 2020. 01:34

 

 

საპროკურორო საბჭოს წევრები ხვალ, გენერალური პროკურორობის კიდევ ორ კანდიდატს, მათ შორის, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. გასაუბრების პროცესი გენერალურ პროკურატურაში 11:00 საათზე დაიწყება.

 

იურისტი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა.

 

საპროკურორო საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 2020 წლის 27 იანვარს დაიწყეს. ამ დროისთვის კი უკვე 12 კანდიდატს მოუსმინეს.

 

კონსულტაციების დასრულების შემდეგ საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

 

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერ ცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, იწყებს ხელახალ კონსულტაციებს.

 

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს. თუ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner