logo_geo
eng_logo
დღეიდან ლუგარის ცენტრს ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება
- +

4 თებერვალი. 2020. 11:15

 

 

ლუგარის ცენტრს დღეიდან ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულო ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პარტნიორებთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა. მან ასე დასძინა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

 

მისი თქმით, საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყანათა რიცხვში შედის.

 

„ამ ეტაპზე სამი ადამიანია დაკვირვების ქვეშ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. სამივეს კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს მათზე დაკვირვება, სამივე არის საქართველოს მოქალაქე, სამივეს აქვს ისტორია ჩინეთში სხვადასხვა პერიოდში ყოფნის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მან მოქალაქეებს სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით საჭირო აცრების ჩატარებისკენ მოუწოდა და მშობლებს ურჩია, თუ ბავშვებს ტემპერატურა ექნებათ, სკოლაში არ გაუშვან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner