იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე დაბადების დღისთვის საქართველოდან მიღებული საჩუქრის ფოტო გამოაქვეყნა.
„საქართველოდან დაბადების დღის მისალოცი საჩუქარი მივიღე. ქართული ქვევრის ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინო ქართული ტრადიციული მინანქრის ხელოვნებით მოპირკეთებულ ბოთლშია ჩასხმული. მე კი ქართულ ეროვნულ სამოსში, ჩოხაში ვარ გამოწყობილი“, – წერს ტარო კონო.