logo_geo
eng_logo
პარლამენტის სხდომაზე ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
- +

4 თებერვალი. 2020. 13:01

 

 

საქართველოს პარლამენტში ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს პლენარული სხდომით გაიხსნა.

 

საკანონმდებლო ორგანოს სახელით ტრაგედიის გამო მწუხარება პლენარული სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გამოთქვა.

 

„მინდა, პარლამენტის სახელით მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც შეეწირა ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე. ეს უდავოდ არის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და მინდა, ყველას გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, -განაცხადა თალაკვაძემ, რის შემდეგად დეპუტატებმა დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სხდომაზე განაცხადა, მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დღეს უმრავლესობის დეპუტატები სხდომაზე პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებენ.

 

ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. მომხდარს ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner