„მინდა, პარლამენტის სახელით მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა.
„მინდა, პარლამენტის სახელით მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც შეეწირა ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე. ეს უდავოდ არის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და მე მინდა, ყველას გთხოვოთ - წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა.
მეზობლების ინფორმაციით, სახლში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ იყო და ხანძარი, სავარაუდოდ, ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია.