ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, 2019 წლის მაისი-აგვისტოს თვეებში თბილისის სოფელ დიდგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯოიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას მცირე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესიას ჰქონდა მცირე დაზიანება, გამოფიტული იყო საპირე წყობა. დაზიანებული იყო სახურავი, ადგილებში აყრილი იყო კრამიტი.
შესრულებული სამუშაოების შედეგად:
სახურავის ფერდობები შეივსო პემზა-კირბეტონის დამატებით. მოეწყო ღარიანი კრამიტით კირდუღაბით.
დაზიანებული კედლების ნაკერები ამოივსო კირდუღაბით.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა შპს „ანდამატი“.