ბელგიაში ახალი კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. პაციენტი ერთ-ერთია იმ 9 მოქალაქეთაგან, რომელთა ევაკუაციაც ჩინეთის უხანის პროვინციიდან განხორციელდა.
დეპარტამენტის ცნობით, კორონავირუსზე ცხრავე მოქალაქე გაისინჯა, ერთის შედეგი კი დადებითი აღმოჩნდა.